Thursday, June 13, 2019

კრიტიკული აზროვნების განვითარება ინგლისური ენის გაკვეთილებზე




        პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში







                        
                         

                           სსიპ ქალაქ თბილისი N 165  საჯარო სკოლა
                          ინგლისური ენის პედაგოგი ნინო სეხნიაშვილი






                                                                                                -1-
სარჩევი                              
შესავალი
1.1    პრობლემის აქტუალობა _________________________________________________________________  3
1.2    კვლევის მიზანი ________________________________________________________________________  4
1.3    კვლევის ამოცანა ________________________________________________________________________ 4
1.4    ძირითადი დასკვნები ___________________________________________________________________  4
1.5    კვლევის დაგეგმვა ______________________________________________________________________  5
1.6    კვლევის ვადები და განხორციელებული აქტივობები ______________________________________   6
1.7    მოსალოდნელი შედეგები _______________________________________________________________   6
2      თავი I
3         ლიტერატურის მიმოხილვა  ______________________________________________________________ 7
4      თავი II
5         კვლევის დიზაინი
6         2.1  ძირითადი საკვლევი კითხვა_________________________________________________________ 12
7         2.2 კვლევის სამიზნე ჯგუფი ____________________________________________________________ 12
8      თავი III
9         3.1 კვლევის მეთოდები _________________________________________________________________13
10      3.2 განხორციელებული მეთოდები,მონაცემების შეგროვება ________________________________13
11      3.3  ფოკუსჯგუფი _____________________________________________________________________ 14
12      3.4 ანკეტირება ________________________________________________________________________15
13   თავი IV
14      ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასება, მეთოდები და რეკომენდაციები
15      4.1 მონაცემთა ანალიზი  ________________________________________________________________15
16      4.2 განხორციელებული ინტერვენცია ____________________________________________________17  
17      4.3 ინტერვენციების შეფასება ___________________________________________________________20
18    4.4 მიგნებები,რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები ________________________________21
19   თავი V
20      დასკვნა_______________________________________________________________________________23
21   თავი VI
22      გამოყენებული ლიტერატურა ___________________________________________________________25
23   დანართები ____________________________________________________________ 26



                                                                                                                                                      -2-
                                                                    
  შესავალი:
                                                           პრობლემის აქტუალობა
კრიტიკული აზროვნება  ნიშნავს სწორ აზროვნებას, სამყაროს შესახებ შესაბამის და სანდო ცოდნას. კრიტიკულ აზროვნებას განსაზღვრავენ კიდევ, როგორც პრაქტიკულ და გონებრივ, სიღრმისეულ, საპასუხისმგებლო და უნარიან აზროვნებას, რომელიც მიმართულია იმის გადაწყვეტაზე, თუ რა დავიჯეროთ ან რა გავაკეთოთ. პიროვნება, რომელიც კრიტიკულად აზროვნებს, სვამს შესაფერის კითხვებს, აგროვებს მისაღებ ინფორმაციას, შესაბამისად და შემოქმედებითად ახარისხებს ამ ინფორმაციას, გამოაქვს ლოგიკური დასკვნები ინფორმაციიდან და აკეთებს სათანადო დასკვნებს სამყაროს შესახებ, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ წარმატებულად. კრიტიკული აზროვნება არ არის ინფორმაციის გადამუშავების პროცესი მხოლოდ იმისთვის, რომ ვიცოდეთ რომ გავჩერდეთ წითელ შუქზე.
ბავშვები არ იბადებიან კრიტიკული აზროვნების უნარით, არც ბუნებრივად ივითარებენ ამ უნარს.  კრიტიკული აზროვნება არის უნარი, რომელიც ისწავლება და უნდა ვასწავლოთ. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ინდივიდუალების უმეტესობა ვერასოდეს ვერ სწავლობს მას. კრიტიკული აზროვნება არ ისწავლება თანატოლების ან მშობელთა უმეტესობის მიერ.კრიტიკული აზროვნება უნდა ასწავლონ მცოდნე და კვალიფიციურმა ინსტრუქტორებმა, რომელთა კატეგორიას ვეკუთვნით ჩვენც-მასწავლებლები.
ბრუნერი ხაზს უსვამს იმ ფაქტს,რომ მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ კითხვის დასმის პროცესი იმისათვის რომ ისწავლონ თუ როგორ უნდა ისწავლონ.
მოსწავლეთა აღჭურვა იმ ცოდნით, რომელიც მათ შეუძლიათ გამოიყენონ სკოლის გარეთ ცხოვრებაში, მოითხოვს მოსწავლეთა ავტონომიას საკლასო ოთახში. ეს ნიშნავს, რომ კითხვის დასმის უნარის განვითარება საჭიროა ორივესთვის, როგორც
                                                                                                                                                      -3-
მასწავლებლისთვის ასევე მოსწავლეებისთვის. კითხვის დასმის უნარები ცენტრალურია მოსწავლეთა აზროვნების ისეთი
უნარების განვითარებისთვის, როგორიცაა შემოქმედებითი აზროვნება,  გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, გონებრივი ვიზუალიზაცია, ცოდნა, თუ როგორ ვისწავლოთ და რატომ. ისინი ეხმარება მოსწავლეებს პასუხისმგებლობის, თვით-შეფასების, ურთიერთობების, თვით-მართვის, პატიოსნებისა და ინტეგრირების უნარების განვითარებაში.
                                                                               
                                          კვლევის მიზანი
·         მოვახდინო სწავლების პროცესში დაბალი დონის აზროვნების გამომწვევი მიზეზების დადგენა, დავსახო პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები.
·         გავეცნო კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარების ეფექტურ სტრატეგიებს.
·         დავეხმარო მოსწავლეებს სწავლის პროცესში კრიტიკული აზროვნების უნარის გამომუშავებაში .
·         განვუვითარო მოსწავლეებს გამომუშავებული კრტიკული აზროვნების უნარების პრაქტიკაში გამოყენებაში.
·         პრაქტიკის კვლევის  შედეგები გავუზიარო კოლეგებს.


                                             კვლევის ამოცანა: 
პასუხი გაეცეს კითხვებს:
·         რატომ უჭირთ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება?
·         როგორ დავეხმარო მათ კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებაში?
·         როგორ გამოვიყენო  ეფექტურად კრიტიკული აზროვნების უნარის გასავითარებელი მეთოდები?

                                                                                                                                               -4-                                      
·         როგორ ვითანამშრომლო ამავე კლასში შემსვლელ კოლეგებთან კრიტიკული აზროვნების უნარის განსავითარებელი სტარტეგიების გამოყენების გასააქტიურებლად?

                                     ძირითადი  დასკვნები:

კვლევის პროცესიში გამოყენებული მეთოდები დამეხმარება უფრო ზუსტად განვსაზღვრო მეცხრე კლასში ინგლისური ენის სწავლებისას გამოვლენილი პრობლემების რეალური მიზეზები, რაც  ჩემი ვარაუდით შეიძლება იყოს:
1. მოსწავლეები შეძენილი უნარ - ჩვევებით, კოგნიტური განვითარებისა და სწავლის ტემპით ერთმანეთისგან განსხვავდებიან, რაც მათი სწავლის შედეგზე აისახება.
2. საკლასო გარემო მნიშვნელოვნად განაპირობებს მოსწავლეთა მოტივაციას - ინგლისური ენის მიმართ სიყვარულსა და მისი შესწავლის სურვილის არსებობას.
3. თითოეული მოსწავლე სამყაროს ინდივიდუალურად აღიქვამს, მათ გააჩნიათ სხვადასხვა ხედვა იმისდა მიხედვით, თუ როგორ და სად გაიზარდნენ, რას განიცდიან ისინი ყოველ დღე და რა/როგორი აზრები ესმით მათ ყოველდღიურად.

კვლევის დაგეგმვა:
·         კვლევის განხორციელებას სჭირდება 3-4 თვე;
·         განხორციელდება ჩართული დაკვირვება ( აღწერითი, ფოკუსირებული და შეჩევითი )
·         განხორციელდება თვისობრივი კვლევის მეთოდი - ფოკუს ჯგუფი;
·         განხორციელდება ანკეტირება მოსწავლეებთან/კოლეგებთან;
·         კვლევა განხორციელდება IX3 კლასში.




                                                                                                             -5-
კვლევის  ვადები და განსახორციელებელი აქტივობები:

                       აქტივობა
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
საკვლევი პრობლემის შერჩევა




კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება




აღწერითი  დაკვირვება




აღწერითი დაკვირვების შედეგები




ფოკუსირებული დაკვირვება




დაკვირვების შედეგები




ფოკუსჯგუფის კვლევის კითხვარის შედგენა და ინტერვიუ ფოკუსჯგუფთნ




მიღებული შედეგის ანალიზი




ანკეტირების კითხვარის შედგენა და ანკეტირება




ანკეტირების მონაცემების ანალიზი




შერჩევითი დაკვირვება




დაკვირვების შედეგები




ინტერვენციის განხორციელება




ინტერვენციის ანალიზი




პრეზენტაცია სკოლასთან და შედეგების გაცობა




 


                                        მოსალოდნელი შედეგები
1. მეცხრე კლასელი მოსწავლეების მიერ კრიტიკული აზროვნების უნარების გააქტიურება;
2. სამუშაოს შესრულების პროცესში მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა;
3. მეცხრე კლასელი მოსწავლეების კრიტიკული აზროვნებისა და შედეგების ამაღლება ინგლისურ ენაში.


                                                                                                                                                 -6-

თავი  I
ლიტერატურის მიმოხილვა
სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის მნიშვნელოვანი მიზანია. რთული სააზროვნო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება გულისხმობს მოსწავლეებში კრიტიკული, შემოქმედებითი და რეფლექსიური აზროვნების განვითარებას. აზროვნების ამოქმედების დროს მოსწავლე ნასწავლ მასალას კი არ იზეპირებს, არამედ იაზრებს, რაც ხდის მას უფრო გამჭრიახს და მისი აქტიურობა სასწავლო პროცესში იზრდება.
დ. პერკინსის ეფექტური სწავლების პრინციპების ცოდნა და სწავლა-სწავლების პროცესში მათი გათვალისწინება გვეხმარება მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში. დავით პერკინსის აზრით, განათლების მთავარი მიზანი უნდა იყოს მიღებული ცოდნის შენარჩუნება, მისი კარგად გაგება-გააზრება და ცოდნის აქტიური გამოყენება. განათლების მეცნიერებაში მიღებულია აზრი, რომ მოსწავლეები ჯერ იძენენ ცოდნას და შემდეგ იწყებენ ფიქრს, ხოლო პერკინსის აზრით, მოსწავლეები მაშინ იძენენ ცოდნას როცა სწავლის პროცესში ხდება მისი გააზრება. მაშასადამე, „აზროვნება კი არ მოსდევს ცოდნას, არამედ ცოდნა მოსდევს აზროვნებას“.
როგორც რიჩარდ პოლი წერს თავის სტატიაში „A Brief History of Critical Thinking“ კრიტიკული აზროვნება, როგორც აზროვნების უნარი ფესვებს იდგამს უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ 2500 წლის წინ, როდესაც სოკრატემ აღმოაჩინა  სიმართლის დადგენის კითხვების მეთოდი. მან დაასაბუთა,რომ პიროვნებას შეიძლება ჰქონდეს ძალა და მაღალი პოზიცია, მაგრამ მაინც დაბნეული და ირაციონალური იყოს. სოკრატემ ჩამოაყალიბა სიღრისეული კითხვების მნიშვნელობა, რომელებიც გვეხმარება მივიდეთ სიღრმისეულ აზროვნებამდე მანამდე, სანამ დავიჯერებთ ღირებულოვან აზრს.

კრიტიკული აზროვნება არის მრავალმხრივი მიზნებით განპირობებული აზროვნება, რომლის დახმარებითაც ხდება არსებული ფაქტების, მსჯელობათა და წარმოდგენების ხელახალი გააზრება, დასაბუთებული და ყოველმხრივ აწონ-დაწონილი დასკვნის გამოტანის მიზნით.
კრიტიკული აზროვნების განმარტება შეიცავს ბევრ ნაწილს და ის მუდმივად იცვლება. ბევრი განსაზღვრავს მას როგორც უნარს, გამოიყენო ბლუმის ტაქსონომიის მაღალი სააზროვნო უნარები,
როგორიცაა ანალიზი, სინთეზი და შეფასება ინფორმაციის განხილვისას(ამსტრონგი, 2016). სხვები განმარტავავენ მას როგორც უნარს გამოიყენო მტკიცებულება, რათა გაამყარო შენი რწმენა და დასკვნები. ვიდრე ყველა ეს განმარტება არის კრიტიკული
                                                                                                                                                 -7-
აზროვნების ნაწილი, ის გადადის ინფორმაციის სამხილსა და ანალიზს მიღმა. კრიტიკული აზროვნება არის პროცესი განსაზღვრო უტყუარობა, სიზუსტე ან ღირებულება რაიმესი, რომელსაც ახასიათებს უნარი ეძებო მიზეზები და ალტერნატივები, აღიქვა მთლიანი სიტუაცია და შეცვალო შეხედულება სამხილზე დაყრდნობით. მას ასევე უწოდებენ ლოგიკურ აზროვნებასა და ანალიტიკურ აზროვნებას.(ქოტონი,1991).

კრიტიკული აზროვნების უნარის სწავლა ადრეულ ასაკში, მოსწავლეებს განუვითარებს პრობლემების უკეთესად გადაჭრის უნარებს, რომლებიც მთელი დარჩენილი ცხოვრება გაყვებათ. თუმცა, ისევე როგორც პრობლემების გადაჭრა, კრიტიკული აზროვნებაც უნდა ვასწავლოთ შინაარსთან ერთად და არა კონტექსტის გარეშე. კრიტიკული აზროვნება არ არის ფორმულა, რომელსაც უნდა მივყვეთ, ან უნარი რომელიც უნდა მოვათავსოთ რეზიუმეში, ის არის მეტაკოგნიციისა და პრობლემების გადაჭრის უნარის კომბინაცია, რომლებიც ისწავლება შესაბამის კონტექსტსა და სასწავლო გეგმაში როგორც ერთი მთლიანობა. (შნეიდერი, 2002).
მასწავლებლები ხშირად ებრძვიან კრიტიკული აზროვნების იდეას სწავლების საწყის ეტაპზე. მათ სჯერათ, რომ ძალიან ძნელია ბავშვბებისთვის ამის გაგება. თუმცა, უნარების უფრო ახლო ინსპექციას კრიტიკული აზროვნების ქოლგის ქვეშ, მკვლევარები და მასწავლებლები მიყავს იქამდე, რომ მათ ხელახლა იფიქრონ ამის შესახებ. იმის მაგივრად, რომ შეძლონ მასალის გაგება, მასწავლებლები ებრძვიან თუ როგორ მოარგონ უნარები თავიანთი სასწავლო გეგმას. იდეალურად, მასწავლებლებმა უნდა აჩვენონ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების მოდელირება და არ იყვნენ ფოკუსირებული თვითონ უნარის სწავლებაზე. „მასწავლებლები, რომლებიც აზროვნებენ კრიტიკულად თავიან საკუთარ ინსტრუქციებზე და იყენებენ საკუთარ კრიტიკას მოდელირებული გაკვეთილების განვითარებისთვის, ხელს უწყობენ კრიტიკული აზროვნების განვითარებას და ეს უნდა იყოს მათი მთავარი მიზანი  ყველა საკლასო ოთახში“. (პოლი, 1995, გვ.446)
განასხვავებენ კრიტიკული აზროვნების ხუთ ძირითად ნიშანს:
1.   კრიტიკული აზროვნება დამოუკიდებელი აზროვნებაა - თუ მასწავლებელს სასწავლო პროცესი აგებული აქვს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე, მაშინ მან ისეთი აქტივობები უნდა გამოიყენოს, რომლებიც  თითოეულ მოსწავლეს დაეხმარება საკუთარი იდეებ, შეხედულებებ და შეფასებებ სხვებისაგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბებაში.

                                                                                                                                              -8-
2.   კრიტიკული აზროვნებისათვის ინფორმაციის მოპოვება და ფაქტების ცოდნა საწყისი წერტილია და არა საბოლოო მიზანი -  მაშასადამე, ცოდნისა და გამოცდილების დაგროვება არის აუცილებელი პირობა კრიტიკული აზროვნებისთვის.
3.   კრიტიკული აზროვნება იწყება პრობლემის დაყენებიდან და მისი გაცნობიერებიდან - ყველა დაგვეთანხმება იმაში, რომ ნამდვილი სააზროვნო პროცესი იწყება პრობლემის გადაჭრის მოთხოვნილებიდან. რატომ წამოჭრის ადამიანი პრობლემებს? ადამიანი, განსაკუთრებით ბავშვი, ცნობისმოყვარე არსებაა.  სწორედ ცნობისმოყვარეობა უდევს საფუძვლად მათ კითხვებს: რატომ, როგორ, საიდან.
როდესაც ბავშვებს მზა ცოდნას ვაწვდით და მათგან მხოლოდ ამ მზა ცოდნის დასწავლას მოვითხოვთ, ვაჩლუნგებთ მათში ცნობისმოყვარეობის ბუნებრივ მოთხოვნილებას. ჯონ დიუი აღნიშნავდა, რომ ბავშვების ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას განვითარება სჭირდება: “ბავშვი მხოლოდ მაშინ იწყებს ფიქრს, თუ ჩვენ მას კონკრეტულ პრობლემებთან შებრძოლების საშუალებას ვაძლევთ და მას რთული სიტუაციიდან გამოსავლის ძიება უხდება.”
4.   კრიტიკული აზროვნება მოითხოვს დამაჯერებელ არგუმენტაციას - ყველა არგუმენტს აქვს თავისი კონტრარგუმენტი. ამიტომ არგუმენტაციის ჩამოყალიბებას სერიოზული მოფიქრება და წესების დაცვა  სჭირდება. მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა ასწავლოს დამაჯერებლად არგუმენტირება, რომელიც  სამი კომპონენტისაგან შედგება. ესენია: მტკიცება ანუ თეზისი, საბუთი და მტკიცებულება. მაგალითად: თქვენ გამოთქვამთ აზრს, რომ ადამიანს ქვს სიტყვის თავისუფლად გამოთქმის ფლება. ეს ნაწილი არის თქვენი არგუმენტაციის მტკიცება ანუ თეზისი. მაგრამ თქვენ არ ჩერდებით თეზისზე და მოგყავთ საბუთი- ადამიანი თავისუფალია თავის დამოკიდებულებაში ამა თუ იმ საკითხისადმი. ამ საბუთს თქვენ განამტკიცებთ სათანადო მტკიცებულებით, როდესაც თქვენ კონსტიტუციის სათანადო მუხლებს მოიყვანთ.

5.   კრიტიკული აზროვნება სოციალური აზროვნებაა - კრიტიკული აზროვნების განვითარება და პრობლემების სწორად გადაჭრ გზების ძიება სხვა ადამიანებთან კამათის, აზრის გაცვლის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, მასწავლებელმა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშესაწყობად მათ უნდა გამოუმუშავოს:
·         სხვათა მოსმენისა და მათი აზრის გათვალისწინების უნარი,
·         საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და დაცვის უნარი
·         საკუთარ მოსაზრებაზე პასუხისმგებლობის გრძნობა;
                                                                                                                  -9-
·         საკუთარი და სხვათა შეხედულებების ადექვატურად შეფასებისა და საჭიროების შემთხვევაში საკუთარი შეცდომის აღიარებისა და უკან დახევის უნარი.   
მასწავლებლებს სჭირდებათ გაანალიზონ შეკითხვის მიზანი, დაგეგმონ თუ რა პრობლემას წარმოშობს შეკითხვა და განჭვრიტონ თუ როგორ გაართვან თავი ორივე, მოსალოდნელ და მოულოდნელ პასუხებს.
როგორც ვერა შნაიდერი წერს თავის სტატიაში „ Critical Thinking in the Elementary Classroom: Problems and Solutions”, როდესაც მასწავლებლები დაეუფლებიან კითხვის დასმის ხელოვნებას, ისინი უფრო მეტს გააკეთებენ, ვიდრე უბრალოდ აღჭურვონ თავიანთი მოსწავლეები ზოგადი ცოდნითა და უნარებით. ისინი დაუმატებენ მიზანსა და შესაბამისობას სწავლას.
იმისათვის,რომ დარწმუნებულები ვიყოთ რომ კითხვები მიიპყრობს ჩვენი მოსწავლეების ყურადღებას, შეკითხვები უნდა იყოს ღია, ერთზე მეტი შესაძლებელი სწორი პასუხით. ასეთი კითხვები გამოიწვევს აზრების სტიმულირებას და მიგვიყვანს დისკუსიასა და დებატებამდე, რომლებიც თავის მხრივ წაიყვანს მოსწავლეებს ახალი ინფორმაციის შესწავლისკენ.
მასწავლებლებმა უნდა განავითარონ ისეთი ატმოსფერო,რომელშიც მოსწავლეები ყურადღებას მიაქცევენ თანაკლასელებს. ეს ადვილად მისაღწევია ღია კითხვების დასმით, განსაკუთრებით ისეთი კითხვებით, რომლებიც მოითხოვს საკუთარ გამოცდილებას, რეაქციას და შეხედულებას. თუ მოსწავლეებს ხშირად ვთხოვთ კომენტარი გაუკეთონ, გააკრიტიკონ ან გაანალიზონ მეორე მოსწავლის პასუხი, მასწავლებელი ბოლოს და ბოლოს მოახერხებს შექმნას მიზეზი კლასისთვის ყურადღება მიაქციონ პასუხებს. როგორც ექსპერტები ამბობენ: არსებობს პოპულარული რწმენა, რომ ბავშვები სწავლობენ კითხვების დასმით. ის მოსწავლეები, რომლებიც ჭკვიანურ, ფოკუსირებულ კითხვებს სვამენ, დარწმუნებული არიან ღირებულოვან ინფორმაციაში და ამავე დროს, ეხმარებიან სხვებს მოიპოვონ ცოდნა და გაიგონ სიმართლე. უსაფრთხო სასწავლო გარემოში შეკითხვების დასმა შეიძლება
                                                                                                                                              -10-
კარგი კატალისტი გახდეს სწავლაში და შექმნას შესანიშნავი მოდელი სხვებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებმა მოუსმინონ მოსწავლეების კითხვებს, რათა ის მოსწავლეები, რომლებიც შეიძლება იგნორირებული იყვნენ ან ჩაჭრის საფრთხე ემუქრებოდეს, არ დარჩნენ ყურადღების გარეშე.
საკლასო დისკუსიების მნიშვნელობა კრიტიკული აზროვნების განვითარებაში
 დისკუსიების გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც კრიტიკული აზროვნების, ასევე შემოქმედებითობის განვითარებაში. ისმის კითხვა,როგორ? პირველ რიგში, მეტყველება აზროვნებას ხილვადს ხდის, დისკუსია არის ახალი იდეების კვლევისა და ტესტირების საშუალება. მოსწავლეები ეუფლებიან ცოდნას სხვადასხვა კუთხით. საუბარი უზრუნველყოფს პრობლემებისა და კონცეფციების პრაქტიკას,  იზრდება მოსწავლეთა ცოდნა და ტოლერანტობა, საკითხის მიმართ დამოკიდებულება, მოსწავლეები იგებენ, რომ არსებობს ერთზე მეტი სწორი პასუხი, მოსწავლეები ცნობენ და იკვლევენ თავიანთ მტკიცებულებებს. ასევე ერთმანეთის მოსმენისას იზრდება მოსწავლეთა ყურადღება და ურთიერთპატივისცემა. მოსწავლეთა აზროვნება უფრო სწრაფი და მოქნილი ხდება, დისკუსია მოსწავლეებს უვითარებს თანამშრომლობითი სწავლების უნარებს. საკლასო დისკუსიები ეხმარება მასწავლებელს გაიგოს უფრო მეტი მოსწავლეების სწავლისა და აზროვნების შესახებ. მასწავლებელს შეუძლია წამოიწყოს დისკუსია რაიმე ღია კითხვით. ამ დროს ჩვენი მიზანია არსებულ ცოდნაზე დავაშენოთ ახალი ცოდნა და განვუვითაროთ მათ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარები. დისკუსიები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაზარდონ თავიანთი გაგების სიღრმე. მასწავლებელს შეუძლია შეაფასოს მოსწავლის გაგება მისი პასუხების მოსმენითა და ჩანაწერების მიხედვით.
დისკუსია შეგვიძლია წარვმართოთ რაიმე თემის დასრულების შემდეგ. დისკუსიის დროს  მოსწავლეები მიდიან დასკვნებამდე, უზიარებენ აზრებს ერთმანეთს ან ნახულობენ  პრობლემის საერთო  გადაწყვეტილებას  ჯგუფის შიგნით. დისკუსიის დაწყებამდე, აუცილებელია აქტივობის მიზანი დასახოს მასწავლებელმა. ამ გზით, დისკუსიის აქტივობების მიზანი შესაბამისობაში იქნება საბოლოო მიზანთან და მოსწავლეებს არ ექნებათ დრო ირელევანტური საუბრისთვის. მაგალითად: მოსწავლეები  შეგვიძლია ჩავრთოთ ეთანხმები/არ ეთანხმები დისკუსიაში. ამ დროს უკეთესია მასწავლებელმა მოსწავლეები დაყოს 4-5 კაციან ჯგუფებად და მოამარაგოს
                                                                                                                                               -11-
ურთიერთ საწინააღმდეგო წინადადებებით, მაგ: „ადამიანები სწავლობენ უკეთესად, როდესაც ისინი კითხულობენ / ადამიანები სწავლობენ უკეთესად, როდესაც ისინი მოგზაუროებენ“. შემდეგ თითოეული ჯგუფი მუშაობს მიცემულ თემაზე გარკვეული დროის განმავლობაში და შემდეგ წარუდგენს კლასს თავიანთ შეხედულებას. აუცილებელია,რომ საუბარი თანაბრად იყოს გადანაწილებული ჯგუფის შევრებს შორის. დასასრულს კლასი ირჩევს გამარჯვებულ ჯგუფს, იმ ჯგუფს რომელმაც საუკეთესოდ წარმოადგინა თავისი დასაბუთება. ეს აქტივობა ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნებისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებას. ამასთანავე, მოსწავლეები სწავლობენ საკუთარი აზრის გამოხატვას და მის დასაბუთებას ზრდილობიანი ფორმით, როდესაც არ ეთანხმებიან სხვებს. არ უნდა დავყოთ მოსწავლეები დიდ ჯგუფებად, რადგან მორცხვი მოსწავლეები შეიძლება დაიკარგონ და ვერ შეიტანონ თავიანთი წვლილი. ამასთანავე, ყოველი დისკუსიის დროს კარგია მოსწავლეებმა იმუშაონ სხვადასხვა ჯგუფებში სხვადასხვა მოსწავლეებთან,რათა ისწავლონ ღიაობა და მიმღებლობა სხვადასხვა აზრების მიმართ. და ბოლოს, კლასში თუ ჯგუფებში რა აქტივობაც არ უნდა იყოს, მოსწავლეები უნდა წავათამამოთ, რომ დასვან კითხვები, მოახდინონ პარაფარაზირება, გამოხატონ მხარდაჭერა, მოახდინონ გაშუქება და ა.შ. (Hayriye Kayi)

თავი II
კვლევის დიზაინი 
ძირითადი საკვლევი კითხვა  - რატომ არ აქვთ მოსწავლეებს განვითარებული კრიტიკული აზროვნების უნარი და როგორ დავეხმარო მათ?
კვლევა პასუხს გასცემს შემდეგ კითხვებს:
·         რა უშლით ხელს მოსწავლეებს ტექსტის გაგებაში?
·         როგორ გამოვუმუშავოთ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების უნარი?
·         შეფასების რომელი ინსტრუმენტები დამეხმარება მოსწავლეთა პროგრესის გასაზომად?
·         როდის სიამოვნებთ მოსწავლეებს დისკუსიებში მონაწილეობა?
·         ცდილობენ თუ არა კლასში შემსვლელი სხვა საგნის მასწავლებლები კრიტიკული აზროვნების გავნითარებას მოსწავლეებში?


                                                                                                                                             -12-
კვლევის  სამიზნე  ჯგუფი
სსიპ-ქალაქ თბილისის N165 საჯარო სკოლის IX3  კლასის მოსწავლეები
 ( სულ 29 მოსწავლე)

     თავი  III
კვლევის  მეთოდები
კვლევის განსახორციელებლად გამოვიყენე შემდეგი მეთოდები:
·         ჩართული დაკვირვება  (აღწერითი , ფოკუსირებული და ჩართული)
·         ჯგუფური  ინტერვიუ მოსწავლეებთან  ( ფოკუსჯგუფი)
·         ანკეტირება მოსწავლეებთან/კოლეგებთან
განხორციელებული  მეთოდები, მონაცემების შეგროვება:
2018-2019 სასწავლო წლის სწავლების პროცესში გამოვლინდა, რომ  ზოგიერთ მოსწავლეს უჭირს  საკუთარი აზრის გამოთქმა სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტების შესახებ, ასევე კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ისინი მექნიკურად იზეპირებდნენ მასალას. მოსწავლეები ვერ პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ვერ გამოთქვამდნენ აზრს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. მივხვდი რომ მოსწავლეებს პრობლემა ქონდათ მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებასთან, მათ კარგად არ ქონდათ, ან საერთოდ არ ქონდათ განვითარებული კრიტიკული აზროვნება. გადავწყვიტე  კვლევის ჩატარება, რათა დროულად აღმომეფხვრა პრობლემა.
პირველ რიგში მივმართე აღწერით დაკვირვებას, რომლის მიზანი იყო დამედგინა რამდენი მოსწავლე ახერხებდა/ვერ ახერხებდა ტექსტის შინაარსის დამოუკიდებლად გაგებასა და კითხვებზე პასუხის გაცემას, კითხვების სწორად შედგენას. მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და დავავალე მიცემულ ტექსტთან დაკავშირებით შეედგინათ გამოეთქვათ საკუთარი აზრი/შეხედულება. იმისათვის რომ გამეადვილებინა მათთვის დავალების შესრულება, მივეცი შაბლონი გამზადებული ფრაზებით, რომლებიც უნდა დაესრულებინათ. (იხ. დანართი N 1)ერთი კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდი ჯგუფებს და მონაცემები შემქონდა დაკვირვების დღიურში.
                                                                                                                                            -13-
ამის შემდეგ გადავედი ფოკუსირებულ დაკვირვებაზე. შევიმუშავე დაკვირვების დღიური  ესგ-ის სტანდარტის მიხედვით და ორი კვირის განმავლობაში მოსწავლეებს  ვავალებდი შეედგინათ კითხვები როგორც დახურული, ასევე ღია და მოემზადებინათ საკუთარი პასუხებიც. (იხ. დანართი N 2) შემდეგ მოსწავლეები ამ კითხვებს უსვამდნენ ერთმანეთს წყვილებში. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდი მოსწავლეებს, რომლებსაც პრობლემა აქვთ ენის ცოდნის კომპეტენციასთან. იმისათვის, რომ გამერკვია, როგორ აზროვნებენ მოსწავლეები, მათ ვისაც პრობლემა აქვთ ენის ცოდნასთან ვთხოვე შეედგინათ კითხვები მშობლიურ ენაზე. ასევე, ეს მოსწავლეები დავაწყვილე ძლიერ მოსწავლეებთან, რომლებიც ეხმარებოდნენ მათ კითხვითი წინადადების ინგლისურ ენაზე სწორად კონსტრუირებაში. ვინიშნავდი და შედეგები შემქონდა დაკვირვების დღიურში.
ფოკუსჯგუფი - ჯგუფური ინტერვიუ
როგორც ლიტერატურის მიმოხილვაში ავღნიშნე, კრიტიკული აზროვნების განვითარებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. ინდივიდუალურ შესაძლებლობებთან ერთად, მკვლევარები მოსწავლეთა სიმორცხვესა და ენის არ ცოდნასაც ასახელებენ. საკითხის უფრო ღრმა წვდომისათვის და კვლევის სწორად წარმართვისათვის, გადავწყვიტე ფოკუსირებული დაკვირვების შემდეგ, ჩამეტარებინა ჯგუფური ინტერვიუ წინასწარ მომზადებული კითხვების დახმარებით. ინტერვიუს მიზანი იყო დამედგინა გარდა ინდივიდუალური შესაძლებლობებისა იყო თუ არა სხვა ფაქტორი მოსწავლეთა დაბალი სააზროვნო უნარების განვითარებიდან, მაღალი სააზროვნო უნარებზე გადასასვლელად.

ინტერვიუ -აღნიშნულ მეთოდს მივმართე, რათა მოსწავლეებისგან პასუხი მიმეღო მნიშვნელოვან კითხვებზე:
1.      თქვენის აზრით, რა არის კრიტიკული აზროვნება?
2.      კრიტიკული აზროვნების უნარი თანდაყოლილია თუ შეიძლება მისი განვითარება?
3.      როგორ ფიქრობთ, კრიტიკული აზროვნების განვითარებას ხელს უშლის ენის არ ცოდნა?
4.      არის თუ არა კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებისთვის მხატვრული ლიტერატურის კითხვა საჭირო?
5.      როგორც მასწავლებელმა, რა უნდა ვიცოდე შენს შესახებ, რომ დაგეხმარო კრიტიკული აზროვნების განვითარებაში?
                                                                                                                              -14-
6.      როდესაც რაიმე ნაწარმოებს კითხულობ, წარმოიდგენ თუ არა რას გააკეთებდი შენ გმირის ადგილას?
ვინაიდან ასეთი ინტერვიუს დროს, მოსწავლეები ყოველთვის არ იძლევიან ზუსტ პასუხებს, ხშირად იმეორებენ მეგობრის აზრებს ან ვინმე სხვისას, რათა თავი კარგად წარმოაჩინონ, გადავწყვიტე მონაცემების დაზუსტება ანკეტირების საშუალებით.

ანკეტირება
ფოკუსჯგუფის  შედეგად მოპოვებული მონაცემების დაზუსტების მიზნით, წინასწარ მომზადენული კითხვების   (იხ. დანართი N 3)   დახმარებით ჩავატარე ანკეტირება ინდივიდუალურად, რამაც საშუალება მომცა დამედგინა, რომელ მოსწავლეებს ქონდათ ნაკლებ განვითარებული კრიტიკული აზროვნება და რა იყო მათი აზრით ამის მიზეზი. ანკეტირებაში მონაწილეობა მიიღო 29 მოსწავლემ.
კითხვარი მომზადდა ამ კლასში შემსვლელი პედაგოგებისთვის. (იხ. დანართი N 4). გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 10 პედაგოგმა.
მონაცემთა შეგროვების შემდეგ,  შესაძლებლობა მომეცა მიზანმიმართულად მემუშავა და განმეხორციელებინა შერჩევითი დაკვირვება. იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ნაკლებ აქვთ განვითარებული კრიტიკული აზროვნება, ერთი თვის განმავლობაში ვაძლევდი ინდივიდუალურ დავალებებს, მათ საჭიროებებზე მორგებულს.


 თავი  IV
ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასება, მეთოდები და რეკომენდაციები
მონაცემთა ანალიზი:
აღწერითი დაკვირვების მიზანი იყო დამედგინა რამდენი მოსწავლე ახერხებდა/ვერ ახერხებდა ტექსტის შინაარსის დამოუკიდებლად გაგებასა და კითხვებზე პასუხის გაცემას, საკუთარი აზრის გამოხატვას ტექსტის შესახებ. დაკვირვებას ვაწარმოებდი მთელ კლასთან, შედეგები შემქონდა დაკვირვების დღიურში. დადგინდა, რომ 7
                                                                                                                                                
                                                                                                                                                  -15-
მოსწავლეს უჭირს წაკითხული ტექსტის გაგება/გააზრება, კითხვებზე პასუხის გაცემა. ამ მოსწავლეებს შორის ერთ-ერთი არის კლასში ჩარჩენილი სწორედ ინგლისური ენის გამო.


ფოკუსირებული დაკვირვებისას  დიაგნოსტიკურმა ტესტებმა მიჩვენა, რომ ამ მოსწავლეების ჩამორჩენის მიზეზი იყო საგნის არ ცოდნა, მათ არ გააჩნიათ არც საკმარისი ლექსიკური მარაგი და არც გრამატიკული ცოდნა მე-9 კლასელის შესაბამისი.
ფოკუსჯგუფთან მუშაობა ნაკლებ ეფექტური აღმოჩნდა, რადგან მე-9 კლასელები არიან ისეთ ასაკში, როცა შეიძლება ელემენტარულმა არ ცოდნამ მათ თავმოყვარეობაზე იმოქმედოს. ამიტომ ისინი იმეორებდნენ თითქმის ერთმანეთის აზრებს ან ისევ დაზეპირებულ ფრაზებს.





                                                                                                                                                -16-

მასწავლებელთა ანკეტირება
მეცხრე კლასში შემსვლელი მასწავლებლების გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მათი აზრით კრიტიკული აზროვნების უნარი განვითარებული აქვს კლასის მოსწავლეთა 20-30 %-ს. იმისათვის, რომ სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმა ხელი შეუწყონ ამ უნარის ჩამოყალიბება/განვითარებას მოწავლეებში, ისინი გაკვეთილზე იყენებენ მრავალფეროვან აქტივობებს. მათი აზრით განსაკუთრებულ შედეგს აღწევენ ისინი, როდესაც იყენებენ პრობლემებზე დაფუძნებულ სწავლებას. პრობლემის იდენტიფიცირება და გადაწყვეტა იწვევს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდასა და კლასში ჩართულობას, ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია სტემის საგნებში. გადაწყდა, რომ მეცხრე კლასში შემსვლელი მასწავლებლები დრო და დრო შევხვდებოდით და გავუზიარებდით ერთმანეთს გამოცდილებასა და შედეგებს.

განხორციელებული ინტერვენციები:
ინტერვენციის მიზანი იყო მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება/გაუმჯობესება, მათში ინგლისურად აზროვნების გავნითარებით  საგნის
                                                                                                                                           -17-
მიმართ მოტივაციის ამღლება და მათი აქტიურად ჩართვა საკლასო დისკუსიებსა და მსჯელობებში.
პირველი ინტერვენცია -სხვადასხვა მეთოდური ლიტერატურის გაცნობა.
ინტერნეტისა თუ სხვადასხვა წყაროების გამოყენებით გავეცანი მეთოდურ ლიტერატურას, რაც დამეხმარა მიზანმიმართული და მრავალფეროვანი აქტივობები/მეთოდები შემერჩია და მომერგო მოსწავლეთა საჭიროებებზე.
მეორე ინტერვენცია- შეკითხვის დასმა.
 როგორც ვიცით, კრიტიკული აზროვნების განვითარებას ხელს უწყობს შეკითხვების დასმა. განვიხილოთ თუ როგორ უნდა შევუწყოთ ხელი შეკითხვების დასმის ხელოვნების განვითარებას ჩვენს მოსწავლეებში. პირველ რიგში ვკითხე ჩემს თავს: რამდენად ხშირად ვუსვამ კითხვებს
მოსწავლეებს? რა სახის კითხვებს ვუსვამ? რამდენად აქტიურები არიან ჩემი მოსწავლეები პასუხის გაცემაში? რარის ჩემი მიზანი კითხვის დასმისას?
გამოვიყენე შეკითხვის დასმის სტრატეგიები, რომლებიც ითხოვს მაღალი დონის აზროვნებას.
ვთხოვე მოსწავლეებს გამოეყენებინათ წინარე ცოდნა ისეთი შეკითხვების დასმისთვის, როგორიცაა:
ა) რატომ ფიქრობ ასე....?
ბ) რა დასკვნა შეგიძლია გამოიტანო ნანახიდან?
ასევე ვთხოვე მოსწავლეებს დაესაბუთებინათ აზრი ან გადმოეცათ განმარტება საკუთარი სიტყვებით. დავუსვი ისეთი შეკითხვები,რომლებიც მოითხოვს პრობლემის გადაჭრას. ჩავრთე მოსწავლეები მოვლენის ან საგნის დაკვირვებასა და აღწერაში ისეთი კითხვების დასმით, როგორიცაა:
ა) რას ამჩნებთ აქ?
ბ) მომიყევით ამის შესახებ?
ვ) რას ხედავთ?
 მოსწავლეებს ვთხოვე შეედარებინათ ორი ან მეტი საგანი, მტკიცება, ილუსტრაცია  და მოეხდინათ მსგავსებისა და განსხვავებების ამოცნობა. ამ პროცესის დროს მოსწავლეები მიდიოდნენ მთავარი აზრის გაგებამდე.
                                                                                                                                              -18-
სხვადასხვა ტიპის შეკითხვები ასრულებენ სხვადასხვა დავალებას და ეხმარებიან მოსწავლეებს გამოიმუშაონ პასუხი სხვადასხვანაირად.

ინტერვენცია მესამე- 5-საფეხურიანი მოდელი,თუ როგორ მივიყვანოთ მოსწავლეები კრიტიკულ აზროვნებამდე.
გამოვიყენე 5-საფეხურიანი მოდელი, თუ როგორ მივიყვანოთ მოსწავლეები კრიტიკულ აზროვნებამდე, რომლის არსი არის შემდეგში:
საფეხური 1: განსაზღვრეთ სწავლის მიზნები:
·         განსაზღვრეთ  რა შედეგს ელით მოსწავლეებისგან
·         გამიზნეთ შედეგი ზედა-აზროვნების დონეზე

საფეხური  2: ასწავლეთ შეკითხვებით
·         განავითარეთ შესაფერისი კითხვები
·         აითვისეთ შეკითხვების ტექნიკა
·         წაახალისეთ ინტერაქტიული დიალოგები

საფეხური 3: ივარჯიშეთ შეფასებამდე
                                                       
·         აირჩიეთ აქტივობები,რომლებიც წინ წევს აქტიურ სწავლას
·         გაითავისეთ აქტიური სწავლების ყველა კომპონენტები

საფეხური 4: გაიმეორე, გაფილტრე და გააუმჯობესე
·         მონიტორინგი გაუწიეთ საკლასო აქტივობებს
·         მოსთხოვეთ  უკუკავშირი მოსწავლეებს

საფეხური 5: უზრუნველყავით უკუკავშირი და მოსწავლეთა ცოდნის შეფასება
·         მიეცით მოსწავლეებს უკუკავშირი
·         შექმენით თვით-შეფასების პირობები

  ინტერვენცია მეოთხე- საკლასო დისკუსიების გამოყენება
ხშირად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოსწავლეთა საკლასო დისკუსიებში არ მონაწილეობისა არის შიში, რომ  სხვა მოსწავლეებმა და ზოგჯერ თვით მასწავლებელმაც შეიძლება არ მიიღონ მისი მოსაზრება ან არასწორად ჩათვალონ მისი პასუხი. მეორე მიზეზი არის თვით-რწმენის ნაკლებობა, კრიტიკა, კულტურული განსხვავება და სხვა. შევამჩნიე, რომ ჩემს მცდელობას ჩამერთო ყველა  მოსწავლე
                                                                                                                                      -19-

საკლასო დისკუსიაში შედეგი არ მოყვებოდა, შევცვალე სტრატეგია და დავნერგე ახალი სტრატეგია რომ მიმეღწია ჩემი მიზანისთვის.
                                                                    
1.      შევქმენი დადებითი, შენ ამის გაკეთება შეგიძლია, გარემო მოსწავლეებისთვის. ბავშვები სწრაფად ამჟღავნებენ ინტერესს. მეგობრული ურთიერთობის დამყარებამ მოსწავლეებთან გაზარდა მათი ჩართულობა დისკუსიაში.
2.      შევამცირე ჩემი პასუხები და წარმოვაჩინე მოსწავლეთა აზრები. ყურადღება გავამახვილე სხვა კლასში ნათქვამ კომენტარზე და დავუკავშირე ის მიმდინარე დისკუსიას, ამით ვაჩვენე, რომ მათ აზრებს ვაფასებ.
3.      გავანაწილე მოსწავლეები პატარა ჯგუფურ დისკუსიებში ან წყვილებში. პატარა ჯგუფები ათამამებს მორცხვ მოსწავლეებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. ვთხოვე თვით-დაჯერებულ მოსწავლეებს გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები ნაკლებ დარწმუნებულ წევრებთან ჯგუფში.

  ასევე, მოსწავლეებს მივეცი გამზადებული დაუსრულებელი ფრაზები, რომლებიც დაეხმარებოდა მათ სწორი მიმართულებით ჩამოეყალიბებინათ საკუთარი აზრი და განევითარებინათ კრიტიკული აზროვნების უნარი. (იხ. დანართი N 5)
  დრო და დრო მოსწავლეებს ვაძლევდი კითხვებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოების განხილვისას. მოსწავლეები ხან წერილობით იძლეოდნენ ამ კითხვებზე პასუხებს და ხან კლასში ვმსჯელობდით კგუფებს შიგნით.
ინტერვენციების შეფასება:
როგორც  კვლევაში აღვნიშნე ჩემი მთავარი მიზანი იყო მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარება და ამ საკითს მივუდექი რამდენიმე მიმართულებით.
სხვადასხვა მეთოდური ლიტერატურის გაცნობამ მიჩვენა საით უნდა ამეღო გეზი, რა აქტივობები/მეთოდები, რა ტიპის შეფასებები უნდა გამომეყენებინა შედეგების გასაუმჯობესებლად.
                                                                                                                                                  -20-
შესაბამისად განვახორციელე სხვადასხვა ინტერვენცია და იმის დასადგენად თუ რამდენად ეფექტური იყო მათი გამოყენება, დავიწყე მოსწავლეთა რეგულარული მონიტორინგი მათი შედეგების შესაფასებლად. ამასთანავე ვახდენდი თვითშეფასებას და ვინიშნავდი, თუ რამ იმუშავა კარგად, რამ ვერ იმუშავა და რა იყო წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზი.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, სწავლებისას აქტიურად ვიყენებდი შეკითხვის დასმის სტრატეგიებს, დისკუსიებს, როგორც მცირე ჯგუფებში, ასევე მთელ კლასთან, მონიტორინგს ვუწევდი
მოსწავლეებს მუშაობის დროს და ვიყენებდი განმავითარებელი შეფასების სხვადასვა მეთოდებს, სისტემატიურად ვაძლევდი მოსწავლეებს უკუკავშირს.
ჩემი პრაქტიკის კვლევამ მიჩვენა, რომ მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებისათვის საჭიროა:
·         მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალიწინება და მის საჭიროებებზე მორგებული სწავლება;
·         მოსწავლის პროგრესის უწყვეტი მონიტორინგი და შეფასება. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება და შესაბამისი ზომების მიღება;
·         კოლეგებთან და მოსწავლეებთან თანამშრომლობა;
·         გაკვეთილზე უსაფრთხო, სწავლება/სწავლის, შენ ამის გაკეთება შეგიძლია, გარემოს შექმნა.
მიგნებები, რეკომენდაციები  და  კვლევის  ნაკლოვანებები:
ინტერვენციის განხორციელების შედეგად შემდეგი საკითხები გამოიკვეთა:
მიგნებები:
·         მასწავლებელი უნდა იცნობდეს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებს, პრობლემებს, და ინტერესებს;
·         დიფერენცირებული სწავლება, ხელს უწყობს  მოსწავლეთა  მოტივაციის ზრდას სწავლის მიმართ, უმაღლებს თვითშეფასებას.
                                                                      



                                                                                                                                           -21-
რეკომენდაციები:
·         უცხო ენაზე კრიტიკული აზროვნების განვითარება მოითხოვს საგნის შესაბამის დონეზე ცოდნას, ამისათვის კი საჭიროა მოსწვლეთა მოტივაციის გაზრდა ინგლისური ენის შესასწავლად.
·         საჭიროა მოსწავლეებს დავეხმაროთ ინდივიდუალური დავალებების მიცემით, ან აუცილებელი ფრაზების ნიმუშების მიცემით.
·         მოსწავლეს უნდა მივცეთ შესაძლებლობა გამოამჟღავნოს მისი შესაძლებლობები და დავარწმუნოთ, რომ მას ნამდვილად შეუძლია სწავლა.
·         გამოვიყენოთ ბლუმის ტაქსონომია სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვისას და აქტივობები დავგეგმოთ მათთვის საინეტრესო თემაზე.
·         ხშირად გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები, კონკრეტულად კი უკუკავშირი და მოსწავლეს შევუფასოთ მისი მცდელობა და პროგრესი ავღნიშნოთ იქიდან, თუ რა დონეზეც იყო ის, არ შევადაროთ ის სხვა მოსწავლეს.

კვლევის  ნაკლოვანებები:
                                                                
·         ფოკუსჯგუფში მოსწავლეები ხალისით პასუხობდნენ, მაგრამ ისინი ძირითდად ერთმანეთის პასუხებს იმეორებდნენ.
·         ვინაიდან კვლევა მეორე სემესტრში დავიწყე, მომიწია კვლევის ვადების შევიწროვება, შესაბამისად ყველა ჩაფიქრებული აქტივობები ვერ განვახორციელე.
                                                      
სასურველი იქნებოდა კვლევის ვადები ყოფილიყო  უფრო ხანგრძლივი, ანუ დამეწყო პირველი სემესტრიდან, რაც საშუალებას მომცემდა უფრო მეტი ინტერვენცია განმეხორციელებინა.

რეკომენდაციები:
·         სწავლის  მრავალფეროვანი  მეთოდებისა  და  რეგულარული მონიტორინგის გამოყენება;
·         დიფერენცირებული სწავლების დაგეგმვა;
                                                                                                                                   -22-
·         მოსწავლის ფიზიკურ, კოგნიტურ , სოციალურ და პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვა;
·         თანამშრომლობა მოსწავლეებთან;
·         ისეთი სავარჯიშოების ხშირად გამოყენება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.
·          გრამატიკული მასალის გამნმტკიცება პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენებით
·         ადაპტირებული წიგნების კითხის შეტანა დამატებით აქტივობად, რითაც კლასში შევქმნი წიგნიერ გარემოს.
                                                                    
თავი V
დასკვნა
სსიპ ქალაქ თბილისის N 165 საჯარო სკოლაში ინგლისურიენის პედაგოგმა ნ.სეხნიაშვილმა განვახორციელე პრაქტიკული კვლევა. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო კრიტიკული აზროვნების განვითარება ინგლისური ენის გაკვეთილებზე მე-9 კლასში, პრობლემის იდენტიფიცირება, გამოსავლის ძიება და კოლეგებისათვის შედეგების გაზიარება. კვლევის ფარგლებში განხორციელდა ორი ტიპის კვლევა - მეთოდური და რაოდენობრივი.
პრობლემის აღმოფხვრის მიზნით განვახორციელე სხვადასხვა აქტივობები. გატარებული ინტერვენციების შეფასებამ  მიჩვენა, რომ  დაგეგმილი ღონისძიებების უმრავლესობა შედეგიანი იყო.  ჩატარებული სამუშაოებიდან ყველაზე ეფექტური იყო  5-საფეხურიანი მოდელის, თუ როგორ მივიყვანოთ მოსწავლეები კრიტიკულ აზროვნებამდე და საკლასო დისკუსიების გამოყენება. ასევე, განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა სტარტეგიების გამოყენება.
მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია ინგლისური ენის შესწავლის მიმართ და მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა აქტივობებში, რამაც საშუალება მისცა მათ განევითარებინათ კრიტიკული აზროვნების უნარი. დღევანდელი მონაცემებით შედეგი ასეთია:



                                                                                                                                                  -23-

კვლევის მიგნებებისა და შედეგების მიხედვით სკოლის პედაგოგებს გავუზიარე შემდეგი რეკომენდაციები:
·         მოსწავლის შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა;
·         სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება;
·         მოსწავლეთა შედეგების მონიტორინგის დაგეგმვა სწავლების პროცესში;
·         ნებისმიერი მოსწავლის წარმატების მოლოდინის ქონა;
·         თანამშრომლობა მოსწავლეებთან და კოლეგებთან.
                                                                                                                                                 
ვფიქრობ, რომ ჩატარებული კვლევა ჩემთვის სასარგებლოა, მან ჩემი პროფესიული ოსტატობა უფრო განავითარა, გამიჩინა კმაყოფილების შეგრძნება და მოტივაცია მომავალი საქმიანობისადმი.






                                                                                                                                           -24-
თავი VI
გამოყენებული ლიტერატურა
·         ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 წლები,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
·         სწავლება და შეფასება (2008) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, თბილისი: გამომცემლობა საქართველოს მაცნე
·         განვითარებისა და სწავლის თეორიები (2008) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, თბილისი: გამომცემლობა საქართველოს მაცნე

·         როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება (2007) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი.
·         რიჩარდ პოლი: კრიტიკული აზროვნება, ძირითადი კითხვები და პასუხები (აპრილი, 1992)
·         განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება- სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივენი 2019
·         Definition of Critical Thinking- excerpted from AN INTRODUCTION TO CRITICAL THINKING By Steven D. Schafersman,      January, 1991
·         Critical Thinking in the Elementary Classroom: Problems and Solutions by Vera Schneider
·         Critical Thinking Framework for Any Discipline by Robert Duron; Barbara Limbach and Wendy Waugh
·         Teaching Speaking: Activities to Promote Speaking in a Second Language  Hayriye Kayi

                                                              
ელექტრონული რესურსები:
4.      http://iteslj.org/Techniques/Kayi-TeachingSpeaking.html
                                                                                                                                              -25-
 დანართები
დანართი N 1: 
I am thinking about.... Express your point of view: I think XXXX because.... Try out the reverse: I don’t think XXXX because.... Imagine or research someone else’s likely point of view: They might think YYYY because.... Then try their reverse: They might not think YYYY because.... Imagine how your POV might change in the future, looking back to the focus: ‘Now’ I think ZZZZ because....

 მე ვფიქრობ........გამოხატე შენი შეხედულება; მე ვფიქრობ XXXXX იმიტომ რომ ........ ეხლა სცადე შებრუნებით: მე არ ვფიქრობ XXXXX იმიტომ რომ.......... წარმოიდგინე ან განიხილე სხვისი შეხედულება: ისინი ფიქრობენ, რომ  YYYY იმიტომ რომ........ და შემდეგ ისევ სცადე შებრუნებით: ისინი შეიძლება არ ფიქრობენ YYYY იმიტომ რომ .......... ამის შემდეგ გადახედე შენს აზრს: ეხლა მე ვფიქრობ, რომ  ZZZZ იმიტომ რომ.......

                                                                   
დანართი N 2: 

1.      What do you think about what was said?
     რას ფიქრობ იმაზე რაც ითქვა?
2.      How would you agree or disagree with this?
     როგორ დაეთანხმები ან არ დაეთანხმები ამას?
3.      Are there any other similar answers you can think of with alternative routes?
არის რაიმე მსგავსი პასუხი, რომელიც შეგიძლია მოიფიქრო ალტერნატიული გზით?
4.      Does anyone in this class want to add something to the solution?
აქვს ვინმეს სურვილი დაამატოს რაიმე ამ გადაწყვეტილებას?
5.      How might you convince us that your way is the best way?
          როგორ დაგვარწმუნებ, რომ შენი გადაწყვეტილება საუკეთესოა?
                                                                                                                                    -26-               

დანართი N 3:
1.      რა არის თქვენთვის მამოტივირებელი, რომ დაასრულოთ დავალება კლასში?
2.      რა არის თქვენთვის მამოტივირებელი საშინაო დავალების შესასრულებლად?
3.      როგორ ფიქრობთ, უკეთესია სწავლობდე ნიჭიერთა კლასში თუ ჩვეულებრივ კლასში? ახსენი რატომ?
4.      როგორ ფიქრობთ, ის თუ რას და როგორ გასწავლით თქვენი მასწავლებელი, იწვევს მოტივაციას მოსწავლეებში? მაგ: მასწავლებელი იკავებს მთელ გაკვეთილს სალექციო სახით  ან მასწავლებელი იყენებს ქმედებებით სწავლებას  და საშუალებას გაძლევთ თქვენ  მოსწავლეებს შეასრულოთ სხვადასხვა აქტივობები? გააკეთე კომენტარი
5.      გაქვთ მიზანი თქვენი მომავლისთვის? თუ კი, რა არის ის და რა გავლენას ახდენს თქვენი მიზანი თქვენს ყოველდღიურ სწავლაზე სკოლაში და კონკრეტულად ინგლისური ენის შესწავლაზე?

                                                            
  დანართი N 4:
მოგესალმებით კოლეგებო!
ვაწარმოებ პრაქტიკულ კვლევას სსიპ N 165 საჯარო სკოლის IX3 კლასში. კვლევის თემაა: „ კრიტიკული აზროვნების განვითარება მოსწავლეებში, კერძოდ ინგლისურ ენის გაკვეთილებზე“
გვესაჭიროება თქვენი დახმარება, ამიტომ გთხოვთ შეავსოთ შემდეგი კითხვარი. წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის.

1.      რამდენი წელია რაც ამ კლასს ასწავლით?
2.      რა საგანს ასწავლით?
3.      როგორ ფიქრობთ, ამ კლასის მოსწავლეებს კარგად აქვთ განვითარებული კრიტიკული აზროვნება?
                                                                                                                                    -27-
4.      რას აკეთებთ იმისათვის რომ მოსწავლეებს განუვითაროთ კრიტიკული აქტივობა?
5.      აწყდებით თუ არა რაიმე პრობლემას ამ კლასში და როგორ აგვარებთ მას?
6.      იყენებთ თუ არა განმავითარებელ შეფასებას და რამდენად ხშირად?
7.      რას მირჩევდით, როგორ შეიძლება კრიტიკული აზროვნების განვითარება მოსწავლეებში?
დანართი N 5:
Point: make your point - I strongly believe that...
Explain: explain why you say that –
Because...
Evidence: provide some supporting
Evidence & or concrete examples - For example...
Link: Link back to your point
დანართი N 6:
1.  How did any of the characters or events remind you of yourself? Why?
2.  How did the character’s actions affect you? Explain.
3. If you were this character, how would the story change?
4. What surprised or confused you about the characters or events? Explain.
5. Why do you think this story could actually happen, or not?
6. How can this story teach us something about our lives?
7. How do you think the characters resolved the major conflict in the story?
8. How would you have resolved it?
9. How would you change the end of the story and why?
                                                                                                                                      -28-
                                        კვლევის    ანგარიშის   რეფლექსია
კვლევის სახელწოდება:  კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება მეცხრე კლასში
განმხორციელებელი ორგანიზაცია:  სსიპ-ქალაქ  თბილისის  N 165 საჯარო სკოლა
ინგლისური ენის პედაგოგი: ნინო სეხნიაშვილი
2019 წლის 5 ივნისს პედაგოგებს გავაცანი კვლევის ანგარიში  თემაზე : კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება მეცხრე კლასში. ეს კვლევა მეტად მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ჩემი პროფესიული ზრდისთვის, არამედ ჩემი მოსწავლეებისთვისაც, რადგან კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება აუცილებელია 21-ე საუკუნის მოსწავლსითვის, იმისათვის რომ ის ჩამოყალიბდეს სრულფასოვან პიროვნებად.
კვლევის ფარგლებში მქონდა შუალედური შეხვედრები უცხოური ენების კათედრის პედაგოგებთან  და  მათგან ვიღებდი უკუკავშირს. დაინტერესება ორმხრივი იყო, რადგან კრიტიკული აზროვნების უნარის ქონა სხვა დანარჩენი უნარების განვითარების ფუნდამენტს წარმოადგენს და დღევანდელ მოსწავლეს უნდა შეეძლოს კრიტიკულად აზროვნება არა მარტო მშობლიურ ენაზე, არამედ უცსო ენაზეც, ჩემს შემთხვევაში კი ინგლისურ ენაზე. როგორც ვიცით, ინგლისური ენა არის საერთაშორისო ენა და მისი ცოდნის გარეშე ჩვენი მოსწავლეები ვერ გახდებიან კონკურენტუნარიანები საერთაშორისო შრომით ბაზარზე.
ჩემი მიზანი იყო: მომეხდინა სწავლების პროცესში დაბალი დონის აზროვნების გამომწვევი მიზეზების დადგენა, დამესახა პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები. ასევე, გავცნობოდი  კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარების ეფექტურ სტრატეგიებს და დავხმარებოდი მოსწავლეებს სწავლის პროცესში კრიტიკული აზროვნების უნარის გამომუშავებაში, ხოლო პრაქტიკის კვლევის  შედეგები კი გამეზიარებინა კოლეგებისთვის.
პირველადი კვლევის მიზანს წარმოადგენდა დამედგინა კლასის რა ნაწილს ჰქონდა განვითარებული კრიტიკული აზროვნების უნარი. მონაცემთა შეგროვება განვახორციელე როგორც თვისობრივი ( აღწერითი და ფოკუსირებული დაკვირვებები, ინტერვიუ მოსწავლეებთან),  ასევე რაოდენობრივი  მეთოდები (ანკეტირება მოსწავლეებთან და კოლეგებთან), შერჩევა სრული და მიზნობრივი.


                                                                                                                            -1-                                             
პირველადი კვლევის დაკვირვების  მეთოდმა  ( სულ 29 მოსწავლე) მიჩვენა, რომ კრიტიკული აზროვნების უნარი მაღალ დონეზე განვითარებული აქვს 15 მოსწავლეს, საშუალო დონეზე - 9 მოსწავლეს, ხოლო  5 მოსწავლეს  ძალიან დაბალ დონეზე.
პირველი კვლევის შუალედური შედეგები და მოსაზრებები ინტერვენციის შესახებ გავუზიარე  კოლეგებს უცხოური ენების კათედრაზე. მათი მოსაზრებები და რეკომენდაციები დამეხმარა გავსულიყავი უკეთეს შედეგზე.
                                                                                                                                                                     
კვლევის შედეგებისა და კოლეგების რეკომენდაციების საფუძველზე შევიმუშავე და განვახორვიელე სხვადასხვა ინტერვენცია. პირველ რიგში გავეცანი სხვადასხვა მეთოდოლოგიურ ლიტერატურას. შევარჩიე  მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული, მიზანმიმართული და მრავალფეროვანი სტარტეგიები მოსწავლეთა აზროვნების განვითარებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით. დიფერენცირებულმა მიდგომამ მოსწავლეთა მიმართ გამოიწვიამათი გააქტიურება საკლასო აქტივობებში ჩართვისას. უფრო ხშირად ვიყენებდი განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა სტარტეგიას. ასევე ეფექტური აღმოჩნდა სუსტი და საშუალო მოსავლეებისათვის ფრაზების ნიმუშების მიცემა დისკუსიების დროს.
რაც შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლთა მაჩვენებელი კრიტიკული აზროვნების უნარის მიმართულებით იყო დაბალი, რადგან მათ ქონდათ ასევე ენობრივი კომპეტენციის ნაკლებობა, ლექსიკური მარაგის გამდიდრებისა და გრამატიკის ელემენტარული ცოდნის გაზრდის მიზნით მათთვის ვადგენდი შესაბამის დავალებებს, ვაწყვილებდი ძლიერ და საშუალო მოსწავლეებთან. მართალია ამ მოსწავლეების ლექსიკური მარაგი ჯერ კიდევ ღარიბია, სამაგიეროდ  მათ კარგად განუვითარდათ ელემენტარული აზროვნების უნარი ინგლისურ ენაზე. აგრეთვე, მათ შეძლეს ჩემ მიერ შეთავაზებული მარტივი ტექსტების გააზრება.
სკოლის პედაგოგებს გავაცანი კვლევის შედეგები და  გავუზიარე შემდეგი რეკომენდაციები:
·         უცხო ენაზე კრიტიკული აზროვნების განვითარება მოითხოვს საგნის შესაბამის დონეზე ცოდნას, ამისათვის კი საჭიროა მოსწვლეთა მოტივაციის გაზრდა ინგლისური ენის შესასწავლად.
·         საჭიროა მოსწავლეებს დავეხმაროთ ინდივიდუალური დავალებების მიცემით, ან აუცილებელი ფრაზების ნიმუშების მიცემით.
·         მოსწავლეს უნდა მივცეთ შესაძლებლობა გამოამჟღავნოს მისი შესაძლებლობები და დავარწმუნოთ, რომ მას ნამდვილად შეუძლია სწავლა.
                                                                                                                                           -2-
·         გამოვიყენოთ ბლუმის ტაქსონომია სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვისას და აქტივობები დავგეგმოთ მათთვის საინეტრესო თემაზე.
·         ხშირად გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები, კონკრეტულად კი უკუკავშირი და მოსწავლეს შევუფასოთ მისი მცდელობა და პროგრესი ავღნიშნოთ იქიდან, თუ რა დონეზეც იყო ის, არ შევადაროთ ის სხვა მოსწავლეს.

კოლეგებმა ვისაუბრეთ კვლევის  მეთოდებზე და შედეგებზე, რა მოეწონათ და როგორ შეიძლება პროცესის გაგრძელება. რადგან პრობლემა კვლავ აქტუალურია, ვგეგმავ მომავალ სასწავლო წელს განვაგრძო მუშაობა ამ მიმართულებით ,  ჩემი კვლევის შედეგები გავუზიარო სხვა სკოლის პედაგოგებს და მათგან მიღებული  უკუკაშირი გავითვალისწინო ჩემს  შემდგომ მუშაობაში.
ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ  ვებგვერდზე:  
                                                                                                                                                                                                 













                                                                                                                                                              -3-